კომფორტული სავარძლები ვიპ მგზავრებისთვის- ეს არის მობილური ოფისის უმთავრესი მახასიათებელი. უმრავლეს შემთხვევაში ასეთი კომფორტული სავარძლებისა და დივანის დონორები არიან გერმანული ავტომობილების პრემიუმ კლასის სედანები: BMW 7 სერიის და Mercedes-Benz S კლასი. ჩვენი სპეციალისტების ოსტატობა და გამოცდილება კი საშუალებას გვაძლევს ჩავამონტაჟოთ კომფორტული სავარძლები ან დივანი ნებისმიერ ავტომობილში ყველა თავისი ფუნქციის შენარჩუნებით (ვენტილირება,გათბობა,მოძრაობა ყველა მიმართულებით). ამ გზით თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება სრული კომფორტი,რაც ლუქს კლასის ავტომობილებისთვის არის დამახასიათებელი. ამასთან,საბარგულის შემცირების ხარჯზე მეტი სივრცე თავისუფლდება უკანა მგზავრებისთვის.