2014 წლიან მერსედეს GL500-ში, უკანა არაკომფორტული დივანის ნაცვლად და ფართის გასაზრდელად დამონტაჟდა მერსედესი S Class-ის უკანა სავარძელები, რომლებიც უკან არის შეწეული. სავარძლები არის ელექტრო მართვადი, აქვს გათბობის და გარილების ფუნქცია, ასევე შენარჩუნებულია ყველა ორიგინალი  ფუნქცია.  კარში ჩამონტაჟებულია უკანა სავარძლების სამართავი ღილაკები. ავტომობილის სალონი შეიკერა უმაღლესი ხარისხის საავტომობილო ტყავით. სალონის ყველა პლასტმასის დეტალზე გადაეკრა ტყავი და ალკანატარა.