სავარძლების, ტორპედოს, ჭერის, შუა კონსოლის, კარის პანელების შესაკერად ვიყენებთ იტალიურ ორიგინალ ალკანტარას და გერმანულ ტყავს.

ჩადგმების გაფორმება შესაძლებელია თქვენი სურვილის მიხედვით დეკორატიული ძაფით, სხვადასხვა ფორმით მოგვირისტებული ჩადგმებით ან კანტებით.

იატაკის მოსაპირკეთებლად ვიყენებთ როგორც ხალიჩას ასევე იტალიურ ალკანტარას ან გერმანულ ტყავს.

ყველა გამოყენებული მასალა ტყავი, ალკანტარა, ძაფი, ხალიჩა არის განკუთვნილი სპეციალურად საავტომობილო ინტერიერის მოსაწყობად და არის მაღალი კლასის!